| მთავარი » სტატიები » Мои статьи |
RABBIT HOLE
![]() თავდახრილმა გამოიარა ქუჩა, ჩაურა იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წლის წინ 4 წლის შვილს მანქანა დაეჯახა და... ბეკა შვილმკვდარი დედაა. ასეთი დედები ყველანი სხვანაირები არიან, მნიშვნელობა არ აქვს, 40 წლის შვილი მოგიკვდება თუ ოთხის. ტკივილი მათი გულებისთვის საერთოა, ოღონდ ეს ტკივილი სხვანაირია და სამწუხაროდ, ტკივილებსაც აქვთ ხარისხი... ბეკა [ნიკოლ კიდმანის გმირი] გარეგნულად არაფერს იმჩნევს, თავიდან ყველა ასეა. მერე მოდიან შინაგანიდან და ნელ–ნელა ცხოვრებას გაუსაძლის ხდიან. ყოველდღე ხედავ მაცივარზე აკრულ შვილის დახატულ სურათებს, გრძნობ მისი ოთახის სურნელს, აღიქვამ ნათითურებს მინებზე... ის ყველგანაა. თუკი გადაწყვეტ, მისი ტანსაცმლის დისთვის ჩუქებას, ნუ იზამ ამას, რადგან მისი შვილი შენი შვილის სამოსში გამოწყობილი კვლავ შეგირხევს იმ სიმს და... დაძაბულობა მატულობს, როდესაც ბეკა, შვილის "მკვლელის" გაცნობას გადაწყვეტს და შემდეგ უკვე დაახლოებასაც. ის მოზარდია, რომელმაც იმ დღეს სრულიად შემთხვევით გაიარა იმ ქუჩაზე. შემთხვევითობები კი ყველაფერს ცვლიან... ბეკა და მისი ქმარი ჰაუვი [აარონ ეკჰარტის გმირი] "შვილმკვდარ მშობელთა ჯგუფშიც" დადიან. მაგრამ იქ იმდენ სისულელეს ამბობენ, რომ ბეკა თავს ანებებს. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ღმერთს ცაში ანგელოზი დაჭირდა და მათი შვილი ამიტომ წაიყვანა –კიმაგრამ, ის ხომ ღმერთია! მას ხომ ადვილად შეეძლო ახალი ანგელოზის შექმნა? რა საჭირო იყო ბავშვის სიკვდილი? ვინ რაღას იტყოდა. როდესაც ბეკა დედამის შეეკითხება, გავიდოდა თუ არა როდისმე ეს ტკივილი, ის ეუბნება, რომ ამის მოცილება შეუძლებელია, უბრალოდ ის ნელ–ნელა გადაიქცევა პატარა კენჭად, რომელიც შენს გულში დაიდებს ბინას და მუდამ თან ატარებ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ შეგახსენებს თავს, მაგრამ იქნება მომენტები, როდესაც შეტოკდება ეს კენჭი და... მოთმენის გარდა სხვას ვერაფერს შეძლებ. დავფიქრდი: ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ძალიან ბევრ კენჭს აგროვებს. შეიძლება ადამიანები ამიტომაც კვდებიან, რომ კენჭები ლოდებად ექცევათ ხოლმე... მეუღლის გარდაცვალებაც, ხომ კენჭია, ძმის ან დის? დედის, მამის, ბებიის... თუკი გიყვარს ნებისმიერი ადამიანი, მისი ტკივივილიც რომ კენჭად იქცევა? ფილმი ძალიან მომეწონა. კიდმანზე ავისმეტყველნი დადუმდნენ, ისინი მსახიობის კრიზისზე საუბრობდნენ. კურდღლის სოროდან ნებისმიერი გამოვძვრებით, უბრალოდ მერე კენჭები უნდა ვატაროთ სიკვდილამდე. მე უკვე ერთ კენჭს ვატარებ და მიხარია, რომ ჩემი წილი ნაწილი მუდამ ჩემთან იქნება. ყველას გისურვებთ თქვენი სატარებლის ღირსეულად მოფრთხილებას... | |
| ნანახია: 605 | რეიტინგი: 0.0/0 |
| სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
| Мои статьи [132] |
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



