მთავარი » 2012 თებერვალი 2 » ნუთუ ისიც დაიღალა?!
15:31 ნუთუ ისიც დაიღალა?! | |
| მოგესალმებით ყველას! ალბათ ბევრი თქვენგანი, ისევე როგორც მე, იმედგაცრუებულია გუშინდელი მატჩის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, არავის მოგწონებიათ ლიონელ მესის უღიმღამო თამაში, მაგრამ ისიც ადამიანია... რამდენიც არ უნდა დაიწეროს პრესაში, რომ იგი უცხოპლენატელია და ა.შ., ყოველმა ჩვენგანმა შესანიშნავად იცის მისი ადამიანობის შესახებ... მესიც უბრალოდ მოკვდავია... მოგეხსენებათ, ბოლო სამ მატჩში ლიონელ მესი მოწოდების სიმაღლეზე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ "კლასიკოში" შესანიშნავად უპასა პედროს, მაინც ვერ ვიხილეთ ის, რასაც მიჩვეულები ვართ. არ არის მარტივი სამჯერ ზედიზედ მოიგო ოქროს ბურთი და სათავეში მოექცე საფეხბურთო სამყაროს, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. ადრე თუ გვიან ყველა იღლება და სჭირდება დასვენება. სწორედ ასეთი რამ უნდა ლიონელ ანდრეს მესისაც. არცერთი წამით მის პროფესიონალიზმსა და ფენომენალურობაში ეჭვი არ მეპარება და ღრმად მწამს, რომ უახლოეს შეხვედრებში ქვას ქვაზე არ დატოვებს მეტოქეთა ბანაკში, მაგრამ ჩემი აზრით, არ აწყენდა თუნდაც ნახევარი ტაიმით დასვენება. ეს არანაირად არ აკნინებს არც მის შესაძლებლობებსა და არც ეჭვ ქვეშ არ აყენებს მის საუკეთესოობას. უბრალოდ განტვირთვა სპორტის განუყოფელი ნაწილია. ნუთუ ვინმეს გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში ყველა მატჩს ატარებს? ასეთი არავინ მახსენდება... არც ლეოა გამონაკლისი. მერე რა, რომ მას თამაში არ მისდის? მერე რა, რომ გუშინ 5-6 მცველი მაგივრად 3-4 მოატყუა? მე არაფერი დამინახავს რეგრესის მსგავსი, ეს უბრალო გადაღლილობაა, ლიონელ მესი ამჟამად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია და დააფასეთ!!! მის შესაძლებლობებსაც აქვს მაქსიმუმი, რომელიც ჯერ არ მოახლოებულა, მაგრამ საჭიროა ამ ეტაპის ნელ-ნელა გავლა... გავიხსენებ წინა წლებს, წლის პირველ შეხვედრაში ლიონელ მესი ყოველთვის ისვენებდა კარიერის მანძილზე, მაგრამ წლეულს სხვაგვარად განვითარდა მოვლენები, "ოქროს ბიჭუნამ" 2012 წლის პირველი მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ არ დაუსვენია, საკმაოდ გადაიღალა... 2011/2012 წლების სეზონში არგენტინელი "რწყილის" ანგარიშზე უკვე ორი გაფუჭებული პენალტია, რომელიც, რა თქმა უნდა, საამაყო არ არის, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავძრახოთ... | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
| თამაშები [66] |
| ფილმები [42] |
| პროგრამები [12] |
| ონლაინ ფილმები [5] |
| მუსიკები [2] |
| ვიდეოები [5] |
| სურათები [2] |
| წიგნები [2] |
| სპორტი [11] |
| მობილურისთვის [4] |
| სხვა... [0] |
| სკრიფტები [2] |
| Ucoz ENG-RUS დიზაინები [1] |
| Ucoz GEO დიზაინები [2] |
| გაკვეთილები [0] |
| Ucoz ფაილები [2] |
| ბიოგრაფიები [1] |
კალენდარი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0